საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღედ, 1993 წელს, ერთობლივად დააწესეს. საგულისხმოა, რომ პირველი ქართული გაზეთის პირველი ნომერი სწორედ 1819 წლის 21 მარტს გამოვიდა. ქართული ჟურნალისტიკის ისტორიასა და ჟურნალისტის, როგორც პროფესიის მნიშვნელობაზე გადაცემაში „სახლისკენ“ ცნობილმა ჟურნალისტმა, საქართველოში პირველი დილის გადაცემის, „ალიონი“-ს პირველმა წამყვანმა, სულხან მელაძემ ისაუბრა.
სტუმარი: სულხან მელაძე.