#სახლისკენ - „არავინ დატოვო მიღმა“
#სახლისკენ - „არავინ დატოვო მიღმა“

„არავინ დატოვო მიღმა“ – ამ სლოგანით 3-21 მარტს საქართველო უკვე მერვედ უერთდება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს. ატარეთ ჭრელი წინდები 21 მარტს ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ: სახლში, სკოლაში, ბაღში, უნივერსიტეტში, სამსახურში, სეირნობისას, კაფეში თუ ბარში. შეიტანეთ თქვენი წვლილი დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაში! 2019 წლის მსოფლიო გზავნილია: „არავინ დატოვო მიღმა“. დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იცხოვროს სრულფასოვანი ცხოვრებით, იყოს სრულუფლებიანი, სხვების თანასწორი მოქალაქე. გადაცემაში „სახლისკენ“ კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების სესახებ ისაუბრეს დაუნის სინდრომის ასოციაციის პროგრამის მენეჯერმა სოფიო მირზაშვილმა და ამავე ასოციაციის პროგრამის კოორდინატორმა ნინო სიხარულიძემ.