#სახლისკენ -  ქართველი მსახიობების გამარჯვება კანადის კინოფესტივალზე
#სახლისკენ - ქართველი მსახიობების გამარჯვება კანადის კინოფესტივალზე

„ცუდი ხალხი“ ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმია, რომლის მსოფლიო პრემიერა ჰონგ- კონგის 43-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგება. ფილმის რეჟისორია გიორგი თავართქილაძე, ხოლო პროდიუსერი ვლადიმერ კაჭარავა. ფილმი საქართველოში 1990-იანი წლების დასაწყისში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოგვითხრობს. აღნიშნული ფილმი წარდგენილ იყო კანადაში Redline International Film Festival-ზე, სადაც 2 მსახიობმა გაიმარჯვა. ვახო ჩაჩანიძემ (საუკეთესო მსახიობი) და ჯანო იზორიამ (საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი).

სტუმრები: ვახო ჩაჩანიძე – მსახიობი; გიორგი თავართქილაძე – რეჟისორი.