#სახლისკენ - ოპერაცია „ოვერლორდი“ - ნორმანდიიდან დაწყებული ბრძოლა ნაცისტური გერმანიისაგან დასავლეთ ევროპის გასათავისუფლებლად
- 1944 წლის 6 ივნისს ნორმანდიის სანაპიროზე მოკავშირეების დესანტის გადასხმით დაწყებული ბრძოლა ნაცისტური გერმანიისაგან დასავლეთ ევროპის გასათავისუფლებლად, მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიები ოპერაცია „ოვერლორდამდე“ და საბჭოთა პროპაგანდის მიერ დამკვიდრებული ისტორია მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის „ჩათრევის“ შესახებ; ჩერჩილის პოზიცია ე,წ, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით და მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ქვეყნების გეოპოლიტიკური ინტერესების თავისებურებები; D-Day-სთან დაკავშირებული რისკები, ბრიტანულ-ამერიკული ხრიკები ოპერაციის შესანიღბად, ამინდის პროგნოზით გამოწვეული გერმანული არმიის საბედისწერო შედომა და ცოლის დაბადების დღის აღსანიშნავად გერმანელი გენერლის მიერ მიტოვებული ფრონტის ხაზი; დუაიტ ეიზენჰაუერის ორი მიმართვა, ომარ ბრედლის გაუბედავობის წყალობით 250 ათასის ნაცვლად ტყვედ ჩავარდნილი 50 ათასი გერმანელი ჯარისკაცი და საუკეთესოდ დაგეგმილი მოკავშირეების წარმატებული ოპერაცია, რომელმაც საბოლოო ჯამში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნაცისტური გერმანიის დამარცხებაში.
სტუმარი – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი თეიმურაზ პაპასკირი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: