#სახლისკენ - ომით შთაგონებული მუსიკა
#სახლისკენ - ომით შთაგონებული მუსიკა
  • ომი – ხელოვანის შთაგონების წყარო VS პოპულარული გამონათქვამი „როცა ქვემეხები ქუხან, მუზები ჩუმად არიან“, როგორც შემოქმედების ფილოსოფია; ნაპოლეონზე ველინგტონის გამარჯვების აღსანიშნავად ბეთჰოვენის მიერ დაწერილი ნაწარმოები, რომელიც ღია ცის ქვეშ ნამვილი ქვემეხების ზალპების თანხლებით სრულდება და თანამედროვე ჰოლივუდში ომზე გადაღებული ფილმებისთვის დაწერილ, საგანგებო აუდიო სპეცეფექტებით გაფორმებულ მუსიკაზე არანაკლებ შთამბეჭდავია; ახალგაზრდა უკრაინელი მუსიკოსების მიერ რაკეტებისა და ჭურვების აფეთქების ხმების გამოყენებით შექმნილი მიქსები; საავიაციო დარტყმებით ნანგრევებად ქცეული ქალაქის ფონზე უკრაინელი ჩელისტის მიერ შესრულებული ბახის ჩელოს სუიტა; მე-2 მსოფლიო ომის დროს პოლონეთის გერმანული ოკუპაციისას რადიოში მოქალაქეების გასამხნევებლად აჟღერებული მე-19 საუკუნეში დაწერილი „მილიტარისტული პოლონეზი“; ქართული ხალხური საბრძოლო სიმღერები; საკონცენტრაციო ბანაკში ტყვეობისას დაწერილი, ტყვეების მიერ ტყვეებისათვის შესრულებული მუსიკა და ჰიროსიმას ატომური აფეთქებისადმი მიძღვნილი მუსიკალური ნაწარმოები; უკრაინელი მუსიკოსები ფრონტის ხაზზე და რაველის მიერ პირველ მსოფლიო ომში ხელდაკარგული პიანისტისთვის სპეციალურად დაწერილი საფორტეპიანო კონცერტი.

სტუმრები – საქართველოს რადიოს გადაცემის „კლასიკა ყველასათვის“ წამყვანები ლიკა ხორბალაძე და გიორგი ხუციშვილი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: