#სახლისკენ – ქართული ენა ყველასათვის

19:58, 14.04.2022
-0:00

ქართულისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის შენარჩუნებისთვის 1978 წლის აპრილში ქართველი ახალგაზრდების ბრძოლით შთაგონებული ქართული ენის სწავლის სურვილი და პრობლემები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებელი საქართველოს არაქართულენოვან მოქალაქეებს შეექმნათ;

უცხო კულტურის, ან განსხვავებულ ენაზე მოლაპაკე ჯგუფების უნდობლობა და შიში, როგორც სახელმწიფო ენის შესწავლის შემაფერხებელი სტერეოტიპი და გასული საუკუნის 90-იანი წლების არეულობა, რომელიც ხელს უწყობდა ერთ სოფელში, რაიონში, ან ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს შორის ენობრივ გაუცხოვებას;

მიზეზები, რის გამოც სახელმწიფო ენის სწავლა ქვეყანაში მცხოვრები არაქართულენოვანი ჯგუფებისთვის პრაგმატული ნაბიჯია;

რამდენად ეფექტურია სახელმწიფო პოლიტიკა არაქართულენოვან გარემოში მცხოვრები მოქალაქეების მიერ ქართული ენის შესწავლის წახალისება-ხელშეწყობისთვის, რატომ არ არის არაქართულენოვანი მოქალაქისთვის ენის სრულყოფილად შესწავლის სურვილი საკმარისი და რა როლი აქვს საზოგადოების დამოკიდებულებას სახელმწიფო ენის სწავლის მსურველების წახალისებაში?

სტუმარი – რამილია ალიევა, პროექტების „ჩვენი ქართული ენა“, „ქართული ენის კურსი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის“ ხელმძღვანელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

მსგავსი