პიკის საათი - 25.07.2023
პიკის საათი - 25.07.2023

1) 25 ივლისი ფილიმონ ქორიძის ხსენების დღეა

2010 წელს რეჟისორ ნანა ჯანელიძის დოკუმენტურმა ფილმმა „გალობის რაინდები“ მზის სინათლე იხილა. ფილმი იმ ადამიანების შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც საქართველოს რთულ ისტორიულ პერიოდში საგალობლების შენარჩუნებით, შეიძლება ითქვას რომ ეროვნული იდენტობა შეინარჩუნეს. ფილიმონ ქორიძემ კი ამ პროცესებში გარდამტეხი როლი შეასრულა. 2011 წლის 20 დეკემბერს იგი წმინდანთა დასს შეუერთდა, წოდებით – წმიდა ფილიმონ მგალობელი, ერისათვის თავდადებული. მისი ხსენების დღედ კი 25 ივლისი დადგინდა.

ამ ფილმის მთავარ გმირთა დახმარებით კი დღეს უკვე კანონიკური საგალობლების შესრულება მშობლიურ ენაზე, ტრადიციული ფორმებით გრძელდება. ამ პროცესში კი ქართული საგალობლების შემსრულებელი მიხეილ ჯავახიშვილი აქტიურადაა ჩართული.

რესპონდენტი: ნანა ჯანელიძე – რეჟისორი; მიხეილ ჯავახიშვილი – ხალხური სიმღერის შემსრულებელი, მცოდნე და მგალობელი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) „ღამის სერენადები“

22 აგვისტოდან 24 სექტემბრის ჩათვლით, ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში, მე-15 საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ ექვს კონცერტს შესთავაზებს მსმენელს. წლევანდელ ფესტივალში მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები მონაწილეობენ. ფესტივალის დამფუძნებელია ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი ისაკაძე, ორგანიზატორი – კომპანია „არტ ალიანსი“, ფესტივალის დირექტორი ნინა ცაგარელი. ფესტივალის საბაზო ორკესტრია „საქართველოს ვირტუოზები“. ორკესტრის კონცერტმაისტერი, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. ფესტივალის პარტნიორია ეროვნული სიმფონიური ორკესტრი.

სტუმარი: ლიკა ხორბალაძე – ფესტივალის მუსიკალური მენეჯერი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

3) დომენიკა არწივიძე – მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი

გამორჩეული, ენერეგიული, პოზიტიური, მიზანდასახული. ცდილობს, მაგალითი იყოს სხვებისთვის, მუდმივად ქმედით ნაბიჯებს დგამს და დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. მღერის, ბევრს მოგზაურობს და ხშირად სტუმრობს ლისის ტბას. რამდენიმე დღის წინ საკუთარი ძალები ცურვაშიც მოსინჯა და ლისის ტბა თანმხლებთან ერთად გადაცურა.

რესპონდენტი: თამთა ჭელიძე – სოციალური ფსიქოლოგი, კონფლიქტების ანალიზისა და მართვის სპეციალისტი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

4) ინგა ფერაძის ამბავი

„ერთ დღეს გაისმა ზარი. დამირეკა ირაკლი კორძაიამ და მაცნობა, რომ ბელგიაში ინგა ფერაძეზე დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ჩავიდა და მომღერალი მოხუცთა თავშესაფარში აღმოაჩინა…“

ასე დაიწყო ამბავი, რომელსაც დღეს ხშირად ახსენებენ საზოგადოებაში.

„მე მაქვს ერთი იგავი, სადაც ადამიანი საკუთარი თავისგან სხვა ქალაქში გადავიდა, მაგრამ ადამიანი ვერსად წახვალ, სულ საკუთარ ქალაქში რჩები. ჩვენ უნდა შევძლოთ და ინგა ფერაძე სამშობლოში დავაბრუნოთ“.

სტუმარი: მანანა მენაბდე – მუსიკოსი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე

 

5) ე.წ. მასტერაო ჩხერიმელას ხეობის სოფლების საჭიროებისთვის

ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, რომელიც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს გამყოფი რაიონია, რთული გეოგრაფიული პირობებით გამოირჩევა. რაიონზე გადის საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო და თბილისი-ბათუმის სარკინიგზო გზა, რომელიც კავკასიის საერთაშორისო სარკინიგზო ქსელის ნაწილია.

რა პრობლემა შეექმნა ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობას სარკინიგზო მიმოსვლის თვალსაზრისით?

რესპონდენტი: ნინო კაპანაძე – ჟურნალისტი.

წამყვანი: სოფო გოდუაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: