პიკის საათი - 04.04.2024
პიკის საათი - 04.04.2024

1) ვემსახურები საქართველოს!

მუსიკოსი ლიზი რამიშვილი ორგანიზაციის „ვემსახურები საქართველოს“ მოხალისეა.

სტუმარი: ლიზი რამიშვილი – ჩელისტი.

 

2) როგორ უზრუნველვყოფთ ბავშვის ინტერნეტჰიგიენას?

4 აპრილს მსოფლიოში 404-ის დღე აღინიშნება.

როდესაც თქვენი კომპიუტერის ეკრანზე იწერება რიცხვი 404, ეს იმას ნიშნავს, რომ გვერდი, რომელსაც სტუმრობთ, შესაძლოა, მართლა აღარ არსებობს. თუმცა, საბიბლიოთეკო, საგანმანათლებლო და ბევრი სხვა პროფილის ორგანიზაცია თავად მიმართავს ცალკეული მისამართების დაბლოკვის პრაქტიკას.

სტუმარი: ანდრო გოცირიძე – BTU-ს პროფესორი, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC დამფუძნებელი; უსაფრთხოების ექსპერტი.

 

3) „ბაღვაშთა ცხოვრება“

5 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ფაზისის აკადემიის დაარსებიდან 1750 წელთან დაკავშირებით ფაზისის აკადემიის წევრი ყარამან ფაღავა საჯარო ლექციას წაიკითხავს თემაზე „ბაღვაშთა ცხოვრება“

სტუმარი: ყარამან ფაღავა – ფაზისის აკადემიის წევრი, პროფესორი.

 

4) ანიმაცია, როგორც ბავშვის მუსიკალური გემოვნების გზამკვლევი

რესპონდენტი: ლიკა ხორბალაძე – მუსიკისმცოდნე; გადაცემის „კლასიკა ყველასთვის“ წამყვანი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: