წელს სრულდება 150 წლისთავი დიდი ბრიტანელი ქართველოლოგის მარჯორი უორდროპის დაბადებიდან. ეს წელი მარჯორი უორდროპის წლადაა გამოცხადებული და ბევრი ღონისძიება იგეგმება როგორც ბრიტანეთში, ისე საქართველოში. ქართული საზოგადოება მას უპირატესად იცნობს, როგორც „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე მთარგმნელს. გადაცემის სატელეფონო სტუმარი, პროფესორი თინათინ მარგალიტაძე კი წარმოგვიდგენს ამ გენიალური ინგლისელი ქალბატონის მოღვაწეობის აქამდე უცნობ ფურცელს და გვიამბობს, თუ რა გამოცემა მზადდება მარჯორი უორდროპის საიუბილეოდ.