#სახლისკენ - იტალიელი პოეტი ქალები საქართველოს პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში ეწვივნენ
#სახლისკენ - იტალიელი პოეტი ქალები საქართველოს პროექტის „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში ეწვივნენ

პროექტის „ცოცხალი წიგნები“ იდეის ავტორმა ქეთი დუმბაძემ საქართველოში იტალიიდან პოეტი ქალები მოიწვია. გაცვლითი პროგრამა უცხოეთში ქართველი და საქართველოში უცხოელი მწერლების მიწვევას ითვალისწინებს. ჩამოსული სტუმრები ეცნობიან ქვეყნის კულტურას და მოგზაურობენ რეგიონებში. იდეის ავტორისა და მთარგმნელის , ნუნუ გელაძის მასპინძლობით იტალიელი პოეტები ამჯერად ყაზბეგში იმყოფებიან. გადაცემას „სახლისკენ“ ქეთი დუმბაძე და ნუნუ გელაძე სწორედ ყაზბეგიდან ჩაერთნენ, ისაუბრეს პროექტის საერთაშორისო კონტაქტებზე და სტუმრების შემოქმედების შესახებ.