#სახლისკენ -  „ცოდნის კაფე“
#სახლისკენ - „ცოდნის კაფე“

„ცოდნის კაფე“ საქართველოს ტერიტორიაზე პირველი საგანმანათლებლო სივრცეა, რომელიც ახალგაზრდების ინიციატივით შეიქმნა. სოციალური საწარმო მისულ სტუმრებს ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებელ და ფუნქციურად განსხვავებულ სივრცეებს სთავაზობს – ბიბლიოთეკა, წიგნის მაღაზია, არაფორმალური განათლების ცენტრი პატარა კაფეთი და არტ-საგანმანათლებლო რეზიდენცია. საწყის ეტაპზე ახალგაზრდებისთვის მოწყობილმა ტერიტორიამ, სადაც მათ სრულიად ახალი და საჭირო ცოდნის მიღება შეეძლოთ, ეტაპობრივად ყველა ასაკობრივი ჯგუფი მოიცვა. სოციალური საწარმოს საქმიანობაზე და სამომავლო გეგმებზე გადაცემაში „სახლისკენ“ „ცოდნის კაფეს“ დამფუძნებელმა –  ნანა ბაგალიშვილმა ისაუბრა.