#სახლისკენ - მარი მალაზონიას ბავშვობის წიგნები
#სახლისკენ - მარი მალაზონიას ბავშვობის წიგნები

მამის სამუშაო მაგიდაზე დარჩენილი წიგნების წაკითხვაზე მეოცნებე პატარა გოგო, ბიდსტრუბის კარიკატურების ალბომი, რომელიც ოჯახის რელიკვიად იქცა, აგრესიის ჯაჭვი ბიდსტრუბის ცნობილი კომიქსიდან და ემოცია, რომელზე ლაპარაკისგანაც თავს იკავებდა;

ჩიტი-ჩიორას, მელიის ზღაპარი და პასუხგაუცემელი კითხვები, ანდერსენის ზღაპრები, მაინ რიდი, ჟიულ ვერნი, კომპრაჩიკოსები, გულივერის მოგზაურობა, Homo Faber-ი, რომელმაც სამყაროზე მისი წარმოდგენა შეცვალა და ახალი თაობის საყვარელი ახალი წიგნები.

სტუმარი: მარი მალაზონია, ექიმი ნუტრიციოლოგი, პროფესორი, სამედიცინო თოქ-შოუ „პირადი ექიმის“ წამყვანი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: