პიკის საათი - 19.11.2024
პიკის საათი - 19.11.2024

1) „ბორიალა“

რამდენიმე წლის წინ იდეა გაუჩნდა ავტომობილი შეეძინა და გაადადგილების ფუნქციის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი დატვირთვაც შესძინა.

საკუთარი ხელით ააწყო და სახელიც განსაკუთრებული შეურჩია ბორიალა – სახლი ბორბლებზე, რომელიც მთავარ დავალებას – ბორიალს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შესანიშნავად ასრულებს.

რესპონდენტი: გოგა გორდელაძე – მუსიკოსი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი.

 

„პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ – კვებითი ჩვევები

„მოზარდობის დროს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გაცნობიერება, რომ ყოველი ადამიანი ერთადერთი და განუმეორებელია. არ არსებობს უნივერსალურად სწორი პროდუქტი, არ არსებობს უნივერსალურად სასარეგბლო პროდუქტი ან ყველასათვის ერთნაირად სარგო კვების მოდელი. რეკომენდაციებზე კი მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით ვსაუბრობთ, რაც უმრავლესობისთვისაა საერთო“, – მარი მალაზონია.

ავტორი: მარი მალაზონია – ნუტრიციოლოგი; პროფესორი.

 

3) პატრიარქის ნათლულთა გუნდი „საგალობელი“ ათენში და დაუვიწყარი შეხვედრა ლეგენდარულ იოვანასთან

„იქ პატარა საქართველო დამახვედრა ემიგრანტი ბავშვების ანსამბლმა. ენაც შესანიშნავად იციან და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები. ეს ძალიან რთულია უცხოეთში! ჩვენი ბავშვები ისე შეეთვისენ ერთმანეთს, რომ ცრემლით დაშორდენე… ჩვენს გუნდში, ძირითადად, მრავალშვილიანი ოჯახის წევრები არიან და ამიტომ სიყვარული და ზრუნვა ჩვენთვის უცხო არ არის“.

„იოვანა საქართველოში 60-იან წლებში ჩამოვიდა და დედამიწის ზურგზე არ მეგულება უცხოელი შემსრულებელი, რომელიც ასეთი ემოციით მღერის ამ სიმღერას. გარდა ამისა, მან თარგმნა „სულიკო“ და ამ სიმღერასაც მღერის. თუმცა, დღეს იოვანას უპირატესად იცნობენ როგორც მწერალს“.

სტუმარი: მაია მიქაბერიძე – პარტიარქის ნათლულების გუნდის „საგალობელი“ ხელმძღვანელი.

პირდაპირი ჩართვა ათენიდან: ავთანდილ მიქაბერიძე – ათენის ქართული ინსტიტუტისა და კულტურის ცენტრ „კავკასიის“ დამფუძნებელი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: