როგორ აღმოაჩინა მალი ლიუ ყანდარელმა, რომ მისი ჩინურ-ქართული ოჯახის თავგადასავალი შეიძლებოდა არა უბრალოდ განსხვავებული ცივილიზაციისა და კულტურის ადამიანების თანაცხოვრების ისტორიად დარჩენილიყო, არამედ ორ ერს შორის ინტერკულტურული ურთიერთობის სათავედ ქცეულიყო? როგორ აისახა მისი ქართული და ჩინური ცხოვრების ეპიზოდები კოლექციაში, რომელსაც წლებია აგროვებს? როგორ გაჩნდა ამ ნივთების კატალოგის შექმნის, შემდეგ კი წიგნად გამოცემის იდეა და საიდან იწყება ქართული სინოლოგიის ისტორია?
სტუმრები: მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი და ხელოვნებათმცოდნე სალომე ცისკარიშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: