#სახლისკენ - ცოდნა, როგორც საყრდენი წერტილი
#სახლისკენ - ცოდნა, როგორც საყრდენი წერტილი
  • FM ნავიგატორი – როგორ გამოიმუშავა ტიკტოკის საშუალებით 89 წლის პიცის მიმტანმა 12000 დოლარი, მიუხედავად იმისა, რომ ტიკტოკის არსებობის შესახებ არც კი იცოდა; კიდევ რა ცვლილება ასოცირდება ფეისბუკის არსებობის კიდევ ერთი ეპოქის დასასრულთან გარდა ახალი ინტერფეისისა, რომელმაც მომხმარებლის საყოველთაო უკმაყოფილება გამოიწვია; სწრაფი ტესტები კორონას წინააღმდეგ; ჯანმრთელობა მსხვერპლს მოითხოვს, ანუ ბრიტანეთში SARS-CoV-2 საწინააღმდეგო ვაქცინის ეფექტურობის დასადგენად ეძებენ ჯანმრთელ მოხალისეებს, რომლებიც თანახმა იქნებიან ჯერ აიცრან, შემდეგ კი ნებაყოფლობით დაინფიცირდნენ;
  • ცოდნა, რომელიც გაძლიერებს – როგორ ეხმარებიან ერთმანეთს გაძლიერებაში ენთუზიასტი ადამიანები, საინტერესო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარებით. ქალაქ წნორში არსებული სოციალური საწარმო „ცოდნის კაფე“ თანამედროვე, მულტიმედია ბიბლიოთეკითა და არაფორმალური განათლების ცენტრით, რომელიც ადგილობრივ მცხოვრებლებს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენაში, გამოყენებაში და პიროვნულ განვითარებაში უწყობს ხელს. (ქეთი მოლაშვილი – თანადამფუძნებელი)
  • ცოდნა, რომელიც გიცავს – „ცხინვალი 1920“ – დოკუმენტური ფილმი ასახვს ცხინვალის რეგიონში 100 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს, რომლებითაც რუსული პროპაგანდა ბოლო დროს განსაკუთრებული მონდომებით მანიპულირებს და ისტორიული ფაქტების ინტერპრეტირებით ცდილობს დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოაწყო ოსი ერის გენოციდი. ავტორების თქმით, ფილმში მოვლენები მაქსიმალური სიზუსტითა და ობიექტურობით არის გაშუქებული, მასში ასახული ყოველი ფაქტი გამყარებულია შესაბამისი დოკუმენტებით, ან საარქივო მასალებით და მიზნად ისახავს რუსული პროპაგანდის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობას რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი პროდუქტი დაუპირისპიროს; (დავით ბრაგვაძე – საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი)
  • მუსიკალური კალენდარი – მუსიკოსი, რომელიც გამუდმებით სკანდალებში ეხვეოდა ხან დატენილი იარაღითა და შამპანურის ბოთლით ხელში ელვის პრესლის ეზოში შეჭრის მცდელობის, ხან ჯიმი ჰენდრიკსისთვის რასისტული მოსაზრებით ხელის ჩამორთმევაზე უარის თქმის, ხან ნარკოტიკებთან, ან ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემების, ხან სასიყვარულო, ან ოჯახურ ურთიერთობებში სირთულეების გამო, მაგრამ, ამ ყველაფრის მიუხედავად, როკენროლის განუმეორებელ ლეგენდადაა აღიარებული – ჯერი ლი ლუისი, მეტსახელად „მკვლელი“ 85-ე დაბადების დღეს აღნიშნავს.
  • აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიები თორნიკე ბერიშვილთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი