#სახლისკენ - ჰორიზონტზე მომღიმარი ფორტუნა და მუსიკის ჰანგები მცხეთაში
#სახლისკენ - ჰორიზონტზე მომღიმარი ფორტუნა და მუსიკის ჰანგები მცხეთაში

1. თუ ფრაზის – „ყველაფერი შეიძლება გამოგივიდეს“ დიდად არ გჯერა და ამის მიუხედავად ოკეანის გაღმა მაინც აგზავნი სამოტივაციო წერილს, სადღაც ჰორიზონტზე შეიძლება გაღიმებული ფორტუნაც გამოჩნდეს. გაგაცნობთ 19 წლის ახალგაზრდას, რომელიც ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში წარსადგენი მონოლოგების მოსამზადებლად ლისის ტბაზე გადიოდა რეპეტიციებს;

2. FM ნავიგატორი – ვიკიპედია 20 წელზე მეტია, რაც ცობისმოყვარე ადამიანებისთვის ინფორმაციის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინტერნეტ რესურსია. ცნობილი გახდა, რომ ვიკიპედია იმ ინტერფეისის შეცვლას აპირებს, რომელიც ბოლო 10 წლის მანძილზე უცვლელი იყო; რა არის ამის მიზეზი და კიდევ რა სიახლეებს უნდა ელოდოს ვიკიპედიის მომხმარებელი უახლოეს მომავალში; რატომ იმუქრება ფეისბუქის ადმინისტრაცია ევროკავშირის ბაზრის დატოვებით და რატომ ადანაშაულებს ევროპელ მარგულირებელ სამსახურებს უსამართლობასა და მიკერძოებულობაში. ამერიკელი მუსიკოსი, გაბრიელა უილსონი (ფსევდონიმით H.E.R.), პირველი შავკანიანი მუსიკოსი ქალია, რომლის სახელობის გიტარაც  მუსიკალური ინსტრუმენტების კორპორაცია ფენდერმა გამოუშვა და უკვე ბაზარზე გატანასაც გეგმავს; სტუდია DreamWorks-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანიმაცია „ქრუდსების ოჯახის“ მეორე ნაწილის გადაღებას გეგმავს. პირველმა ნაწილმა რამდენიმე წლის წინ სოლიდური შემოსავალი მოუტანა შემქმნელებს.

3. აკუსტიკური ფესტივალი „კერა“ მუსიკის მოყვარულებს მცხეთურ პიკნიკზე ეპატიჟება; რისი გათვალისწინება მოუწევთ სტუმრებს და როგორ ემზადებიან მათ დასახვედრად ფესტივალის ორგანიზატორები;

4. მუსიკალური კალენდარი – როგორ იქცა უცნაური, აკვიატებულიდეებიანი, სკოლაში გ ი ტ ა რ ი ს  ნ ა ც ვ ლ ა დ ცოცხით მოსიარულე ბიჭი, რომელსაც გიტარა მხოლოდ 15 წლის ასაკში ეღირსა მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მუსიკოსად, ანუ დღე, როცა ჯეიმს ჰენდრიქსი გახდა ჯიმი ჰენდრიქსი.

5. კულტურისა და ხელოვნების სიახლეები თამარ დადიანიძესთან ერთად.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: