#სახლისკენ - ცოდნა, რომელიც გიცავს - დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“
#სახლისკენ - ცოდნა, რომელიც გიცავს - დოკუმენტური ფილმი „ცხინვალი 1920“

1920 წელს ცხინვალში მომხდარი ბოლშევიკური აჯანყების სრული და რეალური სურათის შექმნა დოკუმენტური ფილმის იდეის ავტორებისა და გადამღები ჯგუფის მთავარი მიზანი იყო, რადგან სამაჩაბლოს რეგიონში 100 წლის წინ განვითარებული მოვლენებით რუსული პროპაგანდა ბოლო დროს განსაკუთრებული მონდომებით მანიპულირებს და ისტორიული ფაქტების დამახინჯებით ცდილობს დაამკვიდროს მოსაზრება, თითქოს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მოაწყო ოსი ერის გენოციდი. ავტორების თქმით, ფილმში მოვლენები მაქსიმალური სიზუსტითა და ობიექტურობით არის გაშუქებული, მასში ასახული ყოველი ფაქტი გამყარებულია შესაბამისი დოკუმენტებით, ან საარქივო მასალებით და მიზნად ისახავს რუსული პროპაგანდის მიერ ისტორიის გადაწერის მცდელობას რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული, მაღალი სტანდარტების შესაბამისი პროდუქტი დაუპირისპიროს.

სტუმარი: დავით ბრაგვაძე – საქართველოს უსაფრთხოების პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებელი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: