#სახლისკენ - დროში გაბმული სიმები
#სახლისკენ - დროში გაბმული სიმები

1. FM ნავიგატორი – კოსმოსური სიახლეები – როდის გადაკვეთს ე.წ. მინი მთვარე დედამიწის ორბიტას, როდემდე შეითავსებს დედამიწის ბუნებრივი თანამგზავრის „სტატუსს“ და რას გეგმავენ NASA-ს სპეციალისტები ციური ობიექტის შესასწავლად; ტომ კრუზის, SpaceX-სა და NASA-ს მიერ კოსმოსში ფილმის გადაღების იდეამ როსკოსმოსს პირველობის ამბიცია გაუღვივა და განაცხადა, რომ უკვე არსებობს სცენარი, რომელიც ისევე, როგორც გადაღების ტექნიკური დეტალები უკვე განხილვის სტადიაშია; სოთბის აუქციონი – ბითლზის დაშლის 50 წლისთავთან დაკავშირებით ჯგუფის სხვა წევრების ნივთებთან ერთად ჯონ ლენონის სათვალისა და სასკოლო შენიშვნების ფურცლის გაყიდვას გეგმავს. ლივერპულის სკოლაში სწავლისას მუსიკოსის მიერ 2 თვის განმავლობაში ადმინისტრაციისგან მიღებული 22 შენიშვნა კი იმაზე მეტყველებს, რომ ლენონი არც ისე სანიმუშო მოსწავლე ყოფილა

2. ჩვენი ბავშვობის წიგნები – რა შთაბეჭდილებას ახდენდა, ან რა ემოციებს აღძრავდა ბავშვობისას წაკითხული ესა თუ ის წიგნი? რა რჩება და რა იცვლება მათგან დროთა განმავლობაში, როცა დიდი ხნის წინ წაკითხულ ტექსტს ზრდასრული ადამიანის თვალით ვაფასებთ? რა ასოციაციას იწვევს თითქოს მივიწყებული წიგნი, რომელიც ოდესღაც ყველაზე მეტად გვიყვარდა?

3. ცნობილ, ნაკლებად ცნობილ, ან სულაც მივიწყებულ ხალხურ საკრავებში ასახული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მცხოვრები ადამიანების ხასიათის თავისებურებები – მუსიკალური ინსტრუმენტები, რომლებზეც ჩვენი წინაპრები უკრავდნენ ხელოვნების სასახლის ქართული ხალხური სიმღერის და საკრავების მუზეუმის, ასევე ფონდ „ქართული გალობის“ მიერ შედგენილ „საკრავთა კატალოგში“, რომლის პრეზენტაციაც საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ბაღში იგეგმება.

4. მუსიკალურ კალენდარში გაიგებთ, როგორ აქცია დასარტყამი ინსტრუმენტი მუსიკალური კომპოზიციის ჰარმონიაში არა თანმხლებ, არამედ წამყვან ჟღერადობად დრამერმა, რომლის შესახებაც ხშირად ამბობენ, რომ მასთან ერთად ერთი ცალკე აღებული ჯგუფის ისტორია კი არა, მუსიკის კონკრეტული ეპოქა დასრულდა და რით გამოირჩეოდა სხვა, არანაკლებ ლეგენდარული დრამერებისგან ჯონ ბენემი.

5. საპრეზიდენტო მარათონი აშშ-ში თორნიკე ბერიშვილთან ერთად.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: