#სახლისკენ - კონკურსი „საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორი“
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორებისთვის აცხადებს კონკურსს – „საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორი“. რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დირექტორად მუშაობის არანაკლებ 6 წლიანი სამუშაო გამოცდილების მქონე პირებს. კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 21 მაისს დაიწყო და 21 ივლისამდე გასტანს. გადაცემის სტუმარი – მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის პროგრამის ხელმძღვანელი ეკატერინე შარაშენიძე თემის დეტალებზე საუბრობს.