#სახლისკენ - პროექტი - „ხელოვნება სკოლაში“
#სახლისკენ - პროექტი - „ხელოვნება სკოლაში“

პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში კულტურის კომპონენტის გაძლიერებასა და მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას ისახავს მიზნად. ეროვნული კულტურა განათლების გაუყოფელი ნაწილია და მისი განათლების სისტემაში ინტეგრირება რეფორმის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს. პროექტი „ხელოვნება სკოლაში“ კულტურის სამ მნიშვნელოვან სფეროს აერთიანებს და შემდეგ პროგრამებს მოიცავს: „სკოლა მუზეუმში,“ „სკოლა თეატრში“ და „კინო სკოლაში“. სამომავლოდ აღნიშნული პროექტის მასშტაბი გაიზრდება. პროექტი განათლების რეფორმის – „ახალი სკოლის“ მოდელის ფარგლებში მაისიდან, საპილოტე რეჟიმში ხორციელდება. იმის შესახებ, თუ რა საგანმანათლებლო პროგრამები შემუშავდა ამ პროექტის ფარგლებში,გადაცემაში ტელეფონით საუბრობს პროექტის ავტორი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მრჩეველი მაია დათუნაშვილი.