#სახლისკენ – ENQA-ს სრული წევრის სტატუსის მოპოვება ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული დიპლომების ევროპაში აღიარების პროცესს

21:20, 15.05.2019
-0:00

ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან – ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება,ეს კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული დიპლომის აღიარების პროცესის ნაკლები ბიუროკრატიული მექანიზმებით განხორციელებას. ამ თემაზე გადაცემაში- „სახლისკენ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ლაშა მარგიშვილმა ისაუბრა.

  

მსგავსი