#სახლისკენ - ENQA-ს სრული წევრის სტატუსის მოპოვება ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული დიპლომების ევროპაში აღიარების პროცესს
ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ რიგით მე-9 ყოველწლიურ ფორუმზე მიიღო. დარჩენილია მხოლოდ ტექნიკური პროცედურები და საქართველო ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) წევრი ოფიციალურად მიმდინარე წლის შემოდგომიდან – ასამბლეის სხდომის შემდეგ გახდება,ეს კი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ხელს შეუწყობს საქართველოში გაცემული დიპლომის აღიარების პროცესის ნაკლები ბიუროკრატიული მექანიზმებით განხორციელებას. ამ თემაზე გადაცემაში- „სახლისკენ“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, ლაშა მარგიშვილმა ისაუბრა.