ხეზე კვეთა ერთ-ერთი უძველესი ხელოვნებაა ტრადიციული საქართველოსთვის. სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ხასიათის ფორმები და ფიგურები ყოველთვის არსებობდა. დღეს კი ჩვენს ქვეყანაში ხის მხატვრული დამუშავება, შეიძლება ითქვას, რომ ნაკლებადაა პოპულარული. ხის დამუშავების ტრადიციასა და ამ მხრივ დღეს არსებულ რეალობაზე გადაცემაში „სახლისკენ“ კომპანია ა.მ.ს. ჯგუფის დამფუძნებელმა აკაკი გურგენიძემ ისაუბრა.