#სახლისკენ - აწყურის ღვთისმშობლის ტაძარზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესისას, 2 დღის წინ, ისტორიული გუმბათის ჯვრის ქვის ბაზისი გამოვლინდა
#სახლისკენ - აწყურის ღვთისმშობლის ტაძარზე მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესისას, 2 დღის წინ, ისტორიული გუმბათის ჯვრის ქვის ბაზისი გამოვლინდა

რესტავრატორების მიერ აღმოჩენილ ქვის არქიტექტურულ დეტალზე ასომთავრული წარწერაა, რომელზეც პირველადი მონაცემებით – „მეფეთმეფებაგრატი“ აწერია. ახლადგამოვლენილ არქიტექტურულ დეტალზე წარწერას სააგენტოს კვლევის სამსახურის სპეციალისტები გაეცნობიან და ისტორიული კონტექსტის დასადგენად საფუძვლიანად შეისწავლიან. ახალ აღმოჩენაზე, გადაცემაში „სახლისკენ“, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა – ნიკოლოზ ანთიძემ ისაუბრა.