#სახლისკენ - სკოლების თვითშეფასების საპილოტე კვლევის შედეგები
#სახლისკენ - სკოლების თვითშეფასების საპილოტე კვლევის შედეგები

სკოლების თვითშეფასების საპილოტე კვლევა 3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საკვლევად შერჩეული იყო სხვადასხვა ტიპის 15 საჯარო სკოლა, მათ შორის ქალაქის, სოფლის, დიდი და პატარა სკოლები. ასევე ისეთი სკოლები, სადაც არაქართულენოვანი მოსწავლეები სწავლობენ. სკოლებს საჭიროების კვლევაში ეხმარებოდნენ საერთაშორისო კონსულტანტი და ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის კონსულტანტები. პროექტი განხორციელდა ფონდ „ათასწლეულის გამოწვევა – საქართველოს“ მხარდაჭერით. კვლევის მიზანსა და შედეგებზე გადაცემაში – „სახლისკენ“ ტელეფონით საუბრობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო შეფასებების მხარდაჭერის პროექტის კოორდინატორი ნინო რევიშვილი.