#სახლისკენ - ველოსიპედის ისტორია
#სახლისკენ - ველოსიპედის ისტორია

რამდენიმე წლის წინ დიდ ბრიტანეთში, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგად, კაცობრიობის უდიდეს ტექნიკურ გამოგონებად, რომელიც 1800 წლის შემდეგ შეიქმნა, ველოსიპედი დასახელდა. მას ხმა გამოკითხულთა იმაზე დიდმა რაოდენობამ მისცა, ვიდრე ერთად აღებულ სხვა დანარჩენს. მართლაც, დღეს მსოფლიოში მილიარდზე მეტი ველოსიპედია და ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სატრანსპორტო საშუალებაა. ასეთად კი ის შედარებით დაბალმა ფასმა, მცირე ზომებმა და სიმსუბუქემ, საწვავის საჭიროების არარსებობამ, უსაფრთხოებამ და მოხერხებულობამ აქცია. პირველი ველოსიპედი 1819 წლის 26 ივნისს დაპატენტდა. ამ კონფორტული გადასაადგილებელი საშუალების ისტორიის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“, რუსთავის ველომოყვარულთა კლუბის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა –  გიგა ძულიაშვილმა ისაუბრა.