#სახლისკენ - თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი
#სახლისკენ - თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი

25 და 26 ივნისს თბილისის თანამედროვე ცეკვის და ექსპერიმენტული ხელოვნების ფესტივალი მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე წარმოგიდგენთ ვილნიუსის ცეკვის თეატრის Low Air ორ წარმოდგენას.

აირიდა გუდაიტე და ლაურინას ზაკევიჩიუსი ლიტველი მოცაკვავეების და ქორეოგრაფების ახალ თაობას წარმოადგენენ. Feel-Link („გრძნობის ლინკი“) თავისუფალი ურბანული ცეკვის გამოყენებით იკვლევს მათი წყვილის ურთიერთობას და ემოციებს. Feel-Link პირველი ურბანული/ჰიპ-ჰოპის დადგმა იყო ლიტვაში, ის წარადგინეს ლიტვის პრესტიჟულ ჯილდოზე – სასცენო ოქროს ჯვარზე (წლის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში), მომდევნო წელს კი მათ წლის საუკეთესო ქორეოგრაფების წოდება მიანიჭეს. ნაწარმოების ელექტრონული მუსიკის საუნდრეკი ნინა სიმონეს დახვეწილ და ვნებიან მელოდიას ენაცვლება, მოცეკვავეები გრძნობების უსასრულო წრეში ეშვებიან და გასაოცარ კულმინაციას აღწევენ.

გადაცემას „სახლისკენ“, წარმოდგენის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე , ფესტივალის დირექტორი – თამარ გურჩიანი ესაუბრა.