საქართველოს ისტორიის განმავლობაში, უიშვიათესი გამონაკლისების გარდა, კათოლიკე მისიონერები თუ ქართველი კათოლიკეები ყოველთვის სარგებლობდნენ ქართველ მეფეთა მხარდაჭერით.
ისინი წარმოდგენილნი იყვნენ სამეფო კარზე, ზრუნავდნენ წერა-კითხვის გავრცელებაზე, აარსებდნენ საგანმანათლებლო თუ სამკურნალო კერებს.
კათოლიკე მისიონერებმა საქართველოს წარსულის კვლევისთვის ფასდაუდებელი ინფორმაცია დატოვეს.
რა ისტორია აქვს და რა წვლილი მიუძღვის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაარსებულ კათოლიკურ სავანეებს ქართული კულტურის წინაშე და ქართველების ევროპული განათლების საქმეში?
სტუმარი: ირაკლი ჯავახიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი (იტალია), სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: