9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე ტრადიციულად დილიდან, ვაკის პარკში აღინიშნა. შეიკრიბნდენ ომის მონაწილეები, რომლებისთვისაც რიგი ღონისძიებები ჩატარდა. იმის შესახებ თუ რამდენი ვეტერანი ყავს დღეს საქართველოს და რა ემოციით ხვდებიან ისინი ამ თარიღს, გადაცემას „სახლისკენ“ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელი შორენა სიხარულიძე ესაუბრა.