#სახლისკენ -  კლასიკური მუსიკა სამუზეუმო სივრცეში
#სახლისკენ - კლასიკური მუსიკა სამუზეუმო სივრცეში

საფრანგეთში მოღვაწე ქართველი პიანისტი, იუნესკოს მშვიდობის არტისტი ელისო ბოლქვაძე სამშობლოს, როგორც ყოველთვის, ძალიან დატვირთული გრაფიკით. სტუმრობს. ამჯერად, აქ ყოფნის პერიოდში მან მონაწილეობა მიიღო ჰოლოკოსტისადმი მიძღვნილ კონცერტში, რომელიც რუსთაველის თეატრში გაიმართა, წარადგინა ცნობილი პოეტის- ზაურ ბოლქვაძის კრებული გალერეა „ბიბლუსში“, მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩაატარა მისსავე დაარსებული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალთან დაკავშირებით და დღეს გახსნის ახალ საკონცერტო სივრცეს ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში. (აღსანიშნავია, რომ იგი პირველი ქართველია, ვინც სალონურ კონცერტს მართავს ახლადგახსნილ სახვითი ხელოვნების მუზეუმში)ელისო ბოლქვაძე გადაცემას „სახლისკენ“ კონცერტამდე 1 საათით ადრე, რეპეტიციიდან ჩაერთო და საკუთარ ემოციებსა და სამომავლო გეგმებზე ესაუბრა.