#სახლისკენ - ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული
#სახლისკენ - ქოუჩინგის საერთაშორისო კვირეული

გამოწვევების წინაშე მდგომ ადამიანთა უმრავლესობა მიიჩნევს რომ „დამნაშავე“ გარე გარემოშია. თუმცა, თუ დავაკვირდებით გარემოსა და ასევე საკუთარ თავს, მივხვდებით რომ ესა თუ ის პრობლემა პიროვნული ეთიკისა და არსებული პარადიგმების ნაყოფია და შეუძლებელია მისი მოგვარება ზედაპირულად, გარე გარემოზე აპელირებით. აქედან გამომდინარე საჭიროა აზროვნების ახალი, ღრმა დონე, რომელიც დაფუძნებულია პიროვნულ პრინციპებზე და თვისებებზე. მოცემულ პროცესში მნიშვნელოვანია „შიგნიდან გარეთ“ მიდგომა (Inside-Out), რაც ნიშნავს საკუთარი თავიდან დაწყებას. აღნიშნული მიდგომა მართავს ადამიანთა ზრდასა და პროგრესს. რა მნიშვნელობისაა ადამიანისთვის ქოუჩი – გადაცემაში „სახლისკენ“ სერთიფიცირებულმა ქოუჩმა (Erickson Coaching International), ბიზნეს ტრენერმა და ორგანიზაციული და პერსონალური განვითარების დოქტორანტმა რუსუდან კვაჭანტირაძემ ისაუბრა.