#სახლისკენ - „ჰარი“ - იმგზავრე უფრო მხიარულად!
#სახლისკენ - „ჰარი“ - იმგზავრე უფრო მხიარულად!

„ჰარი“ პირველი ქართული აპლიკაციაა, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ქალაქიდან ქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გარეშე, ბევრად უფრო კომფორტულად და ამავდროულად, დაბალ ფასად იმგზავროთ. ამისთვის კი საკმარისია ჩამოტვირთოთ აპლიკაცია თქვენს მობილურში, მიუთითოთ თქვენთვის სასურველი მიმართულება და დრო, აირჩიოთ ვებ-გვერდის მიერ შემოთავაზებული მძღოლი (მისი მონაცემები დეტალურადაა მითითებული ვებ-გვერდზე), რომელიც იგივე დროს, იგივე მიმართულებით მგზავრობას გეგმავს, და შეუთანხმდეთ მას დეტალებზე. ამ მარტივი პროცედურის გავლის შემდეგ, შეგიძლიათ დაემგზავროთ თქვენ მიერ არჩეულ მძღოლს და წახვიდეთ სასურველ ქალაქში კომფორტულად, იაფად და რაც მთავარია, მხიარულად! გადაცემაში „სახლისკენ“ სტარტაპის დეტალებზე პროექტის იდეის ავტორმა ნიკა ბაზაძემ და გუნდის წევრმა ანა ხარაზიშვილმა ისაუბრეს.