#სახლისკენ - „ბიზნესი მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“
#სახლისკენ - „ბიზნესი მდგრადი განვითარების მხარდასაჭერად“

2 მაისს გაიმართება კორპორაციული პასუხისმგებლობის ჯილდოს ყოველწლიურ კონკურსში გამარჯვებული კომპანიების დაჯილდოება. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე და ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი გახსნიან. კორპორაციული პასუხისმგებლობის კლუბისა და გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით ჯილდოს კონკურსი უკვე მეორედ ტარდება საქართველოში და მიზნად ისახავს ქვეყანაში კორპორაციული პასუხისმგებლობის პოპულარიზაციას და მდგრადი განვითარების დღის წესრიგის განხორციელების პროცესში ბიზნესის ჩართულობის წახალისებას.

სტუმრები: კახა მაღრაძე – ჯეპრას უფროსი კონსულტანტი, ირინე ურუშაძე – სიდას კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი.

  

დატოვე კომენტარი