#სახლისკენ - „შენი ფოლკლორული იდეა“
#სახლისკენ - „შენი ფოლკლორული იდეა“

ფოლკლორული იდეების კონკურსის 5 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ გამოცხადებული ხუთი გამარჯვებული პროექტის ავტორები არიან – თორნიკე სხიერელი, გიორგი მაჭარაშვილი, მარიამ ხაჩიძე, გიორგი კრავეიშვილი და ნინო რაზმაძე. კონკურსის ფარგლებში პრიორიტეტი მიენიჭა რეგიონებში არსებული შემოქმედებითი ჯგუფების, ინდივიდების მიერ ადგილობრივი, მივიწყებული ფოლკლორული ნიმუშების მოძიებას, დაფიქსირებასა და შესრულებას. გამარჯვებული პროექტები ეხება რაჭაში, თუშეთში, სამეგრელოსა და თურქეთში მცხოვრები ქართველების ფოლკლორის სხვადასხვა დარგს.

სატელოფონო ჩართვა: გიორგი გაბუნია – ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე.