ევროპის იმუნიზაციის კვირეული (EIW), მთელი ევროპის მასშტაბით, ყოველი წლის აპრილის თვეში ტარდება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ – ადამიანთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობისთვის . საქართველო, უკვე წლებია,რაც,აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებას.წელს კვირეულის სლოგანია „ვაქცინა მოქმედებს“.