#სახლისკენ - დღეს, 24 აპრილს, ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო
#სახლისკენ - დღეს, 24 აპრილს, ევროპის იმუნიზაციის კვირეული დაიწყო
ევროპის იმუნიზაციის კვირეული (EIW), მთელი ევროპის მასშტაბით, ყოველი წლის აპრილის თვეში ტარდება და მისი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება იმუნიზაციის მნიშვნელობის შესახებ – ადამიანთა ჯანმრთელობის და კეთილდღეობისთვის . საქართველო, უკვე წლებია,რაც,აქტიურად მონაწილეობს იმუნიზაციის კვირეულში და ახორციელებს სხვადასხვა სახის ფართომასშტაბიან საკომუნიკაციო ღონისძიებას.წელს კვირეულის სლოგანია „ვაქცინა მოქმედებს“.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმუნიზაციის სამმართველოს უფროსმა ლია ჯაბიძემ, გადაცემაში სატელეფონი ჩართვით,კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა.