#სახლისკენ - „დაფარული ვეფხისტყაოსანი“
#სახლისკენ - „დაფარული ვეფხისტყაოსანი“

„შორს ვარ იმ აზრისგან, რომ შოთა რუსთაველი, ეს მსოფლიო პოეტი და მოაზროვნე, შეიძლებოდა ვინმეს ეპიგონი ან პირდაპირი გავლენის ქვეშ მოქცეული ყოფილიყო. არც იმ აზრის მომხრე ვარ, თითქოს შესაძლებელი იყოს „ვეფხისტყაოსნის“ რომელიმე ფილოსოფიური სისტემის ან რელიგიური მოძღვრების ჩარჩოებში დატევა. მე მხოლოდ რუსთაველისა და აღმოსავლურ მსოფლაღქმას შორის იმ შინაგანი კავშირის ჩვენებას შევეცადე, რომელსაც ცხადად ვხედავ და რომლის გარეშე „ვეფხისტყაოსნის“ ჩემეული აღქმის გადმოცემაც ძლიერ გამიძნელდებოდა“, – განაცხადა ლევან რამიშვილმა.

სტუმარი: ლევან რამიშვილი – პროექტის „დაფარული ვეფხისტყაოსანი“ ავტორი, პრემია „საბა“-ს მფლობელი, რომელიც მიეკუთვნა ბჰაგავადგიტა“-ს თარგმანისთვის, მწერალი.