პიკის საათი - 30.01.2024
პიკის საათი - 30.01.2024

1) შოთა რუსთაველის რჩეული აფორიზმების მრავალენოვანი კრებული

შოთა რუსთაველის აფორიზმები პირველი გამოცემაა, რომელშიც წარმოდგენილია ოცდაცამეტი რჩეული აფორიზმი „ვეფხისტყაოსნიდან“ ათ სხვადასხვა ენაზე (ქართული, არაბული, ჩინური, ინგლისური, ფრანგული, გერმანული, ბერძნული, ებრაული, ინდური, უკრაინული).

წიგნში თავმოყრილი აფორიზმების თარგმანების ნაწილი სპეციალურად ამ გამოცემისთვის შესრულდა და დამუშავდა მთარგმნელ-რედაქტორთა მიერ, ნაწილი კი – უკვე არსებული თარგმანებიდანაა წარმოდგენილი.

წიგნი გამოიცა ხელოვნების განვითარების ფონდის IMT პროექტის „რუსთაველი – XXI საუკუნე“ ფარგლებში.

რესპონდენტი: ია ხურციძე – ხელოვნების განვითარების ფონდის IMT დამფუძნებელი; წიგნის იდეის ავტორი და რედაქტორი.

 

2) The Beatles-ის ბოლო ცოცხალი კონცერტი ეპლ რეკორდსის სახურავზე

ზუსტად 55 წლის წინ, 1969 წლის 30 იანვარს The Beatles ლონდონში, სევილ როუს ქუჩაზე, Apple Corps-ის შტაბ-ბინის სახურავზე დაუანონსებელ კონცერტს გამართავს.

ჯგუფს შეუერთდა ბილი პრესტონი (კლავიში) და მუსიკოსებმა 42 წუთიანი სეტის შესრულება მოასწრეს, ვიდრე ქალაქის პოლიცია მათ ხმის დაწევას არ სთხოვდა.

ეს იყო The Beatles-ის უკანასკნელი საჯარო გამოსვლას!

სტუმარი: გოგა ქართველიშვილი – ე.წ. ბიტლომანი.

 

3) თენგიზ აბულაძის „მონანიება“ 40 წლისაა

„ყველაფერი ზუსტად მახსოვს! აბელი უნდა მეთამაშა. მე არა ვარ ის მორიდებული მსახიობი, რომელიც რეჟისორს სურვილს არ გაუმხელს. სცენარი რომ წავიკითხე, იმდენად მომეწონა ვარლამი, ბატონ თენგიზს შევთავაზე სინჯითი გადაღება გვეცადა ვარლამის როლზე… ათი დღის შემდეგ მივიღე პასუხი, რომ ყოველგვარი სინჯების გარეშე ვითამაშებდი აბელსაც და ვარლამსაც.“

„რომ ამბობენ ყველა როლი შვილივით მიყვარსო, ეს ტყუილია ძირშივე. შვილივით არაფერი მიყვარს ამ ქვეყნად, მაგრამ მთავარი მომენტი ჩემს შემოქმედებაში „მონანიება“ იყო. რომ არა ეს ფილმი, შეიძლება, სულ სხვაგვარად წასულიყო ჩემი ცხოვრება.“

„დამერწმუნეთ, გადაღებების დროს არცერთი წუთით ამაზე არ მიფიქრია, არც ერთი წამით თავში არ გამივლია, რომ ფილმი არ გავიდოდა ეკრანზე. უბრალოდ ვიცოდი, რომ თუ არა დღეს, თუ არა ხვალ, თუ არა ზეგ, წლების შემდეგ მაინც აუცილებლად ნახავდა მაყურებელი!“

სტუმარი: ავთანდილ მახარაძე – მსახიობი.

 

4) საჯარო გამოსვლის ხელოვნება

სტუმარი: ნატა ასათიანი – ფსიქოლოგი.

წამყვანი: დავითველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: