როგორ ირჩევდა ბავშვობაში წასაკითხ წიგნებს? რა ახდენდა განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას, ან გაფერმკრთალდა თუ არა ბავშვობის ემოცია დროთა განმავლობაში; შეეცვალა თუ არა ერთი და იმავე ნაწარმოებისადმი დამოკიდებულება წლების შემდეგ; რატომ ჩნდება ზრდასრულ ასაკში ბავშვობაში წაკითხული ტექსტის წაკითხვის სურვილი? სწორია თუ არა, როცა ბავშვისთვის საკითხავის შერჩევისას უფროსები წიგნისგან ბავშვობაში მიღებული საკუთარი შთაბეჭდილებებით ხელმძღვანელობენ? თარგმნილი ლიტერატურის კითხვისას რა უფრო მიმზიდველია თანამედროვე ბავშვებისთვის, ძველი თუ ახალი თარგმანი?
სტუმარი: გვანცა ჯობავა – მწერალი, მთარგმნელი, გამომცემელი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: