პიკის საათი - 22.02.2023
პიკის საათი - 22.02.2023

1) შოთი და აჩი არველაძეები – 50

რესპონდენტები: ქეთი დოლიძე, გიორგი ნემსაძე, ლიზა ბაგრატიონი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) კალიფორნიის დღე

22 თებერვალს კალიფორნიის დღე აღინიშნება. ჰოლივუდის გავლენით ამ შტატის შესახებ ცრუ წარმოდგენები გვაქვს – თბილი ამინდები, ქერათმიანი ადამიანები, ზღვის სიყვარული, ყოფილი მსახიობებით სავსე  ქალაქები, ჰოლივუდზე მეოცნებე ადამიანები და სხვა.

ქალაქები თუ ქვეყნები, რომლებზეც ფილმებისა თუ სერიალების გამო გარკვეული სტერეოტიპული წარმოდგენა გვაქვს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) „ქართული ევროპეიზმის სათავეებთან – ალექსანდრე ორბელიანის თხზულებათა აკადემიური ოთხტომეულის გამოცემა“

„ეს იყო კაცი, რომელმაც თავისუფლების სუნთქვა მოგვიტანა“, – იტყვის სერგი მესხი ალექსანდრე ორბელიანზე. კაცზე, რომელიც წერდა ლექსებს, ლიტერატურულ ზღაპრებს, პიესებს, მაგრამ მთავარი მაინც მისი დოკუმენტური პროზაა, სადაც კარგად ჩანს, თუ როგორ მოხდა საქართველოს ნაბიჯ-ნაბიჯ დაპყრობა.

ალექსანდრე ორბელიანის დაბადებიდან 220-ე წლისთავსა და 1832 წლის შეთქმულების 190-ე წლისთავთან დაკავშირებული სამეცნიერო კონფერენცია შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის – „ქართული ევროპეიზმის სათავეებთან – ალექსანდრე ორბელიანის თხზულებათა აკადემიური ოთხტომეულის გამოცემა“ – ფარგლებში.

სტუმარი: როსტომ ჩხეიძე – მწერალი; ლიტერატურის კრიტიკოსი; მკვლევარი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) „გზავნილი უკრაინიდან“

ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის პრეზიდენტად 2019 წელს აირჩიეს და 2022 წლის თებერვლიდან, რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოსევისას, უკრაინის წინააღმდეგობას ხელმძღვანელობს.

ამ ერთადერთ წიგნში „გზავნილი უკრაინიდან“, რომელიც პრეზიდენტ ზელენსკის ავტორობითაა შექმნილი, შესულია გამოსვლები, რომლებიც მან თავად შეარჩია, რათა უკრაინელი ხალხის ამბავი მოეთხრო.

წიგნში შესულია უკრაინის პრეზიდენტის 16 საჯარო გამოსვლა.
ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ.

სტუმარი: ნელი მჟავანაძე –  N Studia-ს დირექტორი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: