პიკის საათი - 24.02.2023
პიკის საათი - 24.02.2023

1) ომის წიგნები

2022 წლის 24 თებერვილდან 2023 წლის 24 თებერვლამდე  ქართველმა გამომცემლებმა უკრაინის ომით შთაგონებული არაერთი წიგნი თარგმნეს. გამოიცა ქართელ ავტორთა ნაწარმოებებიც.

რესპონდენტები: თამარ ლებანიძე – საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის თავმჯდომარე,

დავით კაკაბაძე – გამომცემლობა „სიესტას“ მთავარი რედაქტორი, მთარგმნელი,

რაულ ჩილაჩავა – მწერლი; მთარგმნელი, დიპლომატი.

გვანცა ჯობავა – მსოფლიო ასოციაციის ვიცე – პრეზიდენტი; მთარგმნელი,

დავით ნიორაძე – ხელოვნებათმცოდნე;  გამომცემლობა „არტანუჯის“ პროექტების კოორდინატორი.

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ომის დღიურები

დღიური არის თხრობის ის ფორმა, რომელსაც ყველაზე ცხადად მოაქვს მკითხველამდე ომის ქრონიკები და, ამავდროულად, ნათლად გვიჩვნებს, რომ ომის მთავარი გმირიცა და მსხვერპლიც ერთი რიგითი ადამიანია. ომში დღიურების წერას თავისი სპეციფიკა აქვს.

– „უკრაინული დღეები“ სამხედრო რეპორტიორ ბექა ქურხულის ჩანაწერები უკრაინიდან.

– რეჟისორ გოჩა კაპანაძესთვის ახალი სპექტაკლის ინსპირაციად ქცეული მარო მაყაშვილის დღიური.

– ნიუტონას დღიური, რომელიც პატრონთან ერთად გაქრა, თუმცა აფხაზეთის ომის რეპორტიორ ლია ტოკლიკიშვილის დახმარებით მალე ფერფლიდან აღდგება.

რესპონდენტები: ბექა ქურხული – მწერალი, ომის რეპორტიორი; გოჩა კაპანაძე – რეჟისორი; ლია ტოკლიკიშვილი – აფხაზეთის ომის რეპორტიორი.

ავტორი: ელენე ტუშური

 

3) ომის დროს შექმნილი კლასიკური ნაწარმოებები

„კლასიკური მუსიკა და ომი ისეთსავე კავშირშია ერთმნეთთან, როგორც ომი და ცხოვრება. არის ომი კლასიკურ მუსიკაში და კლასიკურ მუსიკაში ომი“, – მაია სიგუა.

ჩანაწერში მოისმენთ რამდენიმე ფრაგმენტს ომის დროს შექმნილი კალსიკური ნაწარმოებებიდან. მათ შორისაა  ადრეული რენესანსის პერიოდში შექმნილი ბურგუნდიული საერო სიმღერა „შეიარაღებული კაცი,“  რომელიც კონსტანტინეპოლის დაცემას უკავშირდება და ომის დროს შექმნილ ნაწარმოებებს შორის ყევლაზე ძველია.

სტუმარი: მაია სიგუა – მუსიკისმცოდნე.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი

 

4) 2023 წლის 24 თებერვლის დილა კიევსა და თბილისში

– „თუკი ადრე ვინმესთვის უკრაინა მხოლოდ საცხოვრებელი ადგილი იყო, ახლა უკვე უკრაინელებმა გააცნობიერეს, რომ ეს მიწა მათი სამშობლოა!“ – ჰალინა ბაბი.

– „ბავშვებთან ომზე საუბარი რთულიცაა და მარტივიც… მას შემდეგ, რაც ჩემმა ძმიშვილმა ტირში სროლა ისწავლა და შემდეგ უკვე ნამდვილი იარაღი დაიჭირა ხელში, მშვიდად ეძინა, რადგან ბებია-ბაბუის დაცვა შეეძლო“, – ნატალია ტროხიმი.

პირდაპირი ჩართვა კიევიდან: ჰალინა ბაბი – უკრაინის საზოგადოებრივი რადიოს გადაცემების წამყვანი და პროდიუსერი

სტუმრები: ნატალია ტროხიმი – პოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი,

ნინო ნასყიდაშვილი – თარჯიმანი.

წამყვანი: დავით ველიჯანაშვილი.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: