პიკის საათი - 31.10.2022
პიკის საათი - 31.10.2022

1) როცა კარებზე აკაკუნებენ

ეგრეთწოდებული „კაკ-კუკ“ ხუმრობა იმ გავრცელებულ ხუმრობათაგანია, რომელიც სხვადასხვა ფორმით ხშირად გვსმენია, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ მისი სათავე შექსპირის ერთ-ერთ ტრაგედიაში შეიძლება მოიძებნოს და არა მხოლოდ, ეს მარტივი ხუმრობა არაერთ საინტერესო ფაქტს აერთიანებს.

ავტორი: ელენე ტუშური

 

2) ნუნუ გაბუნიას საიუბილეო საღამო

31 ოქტომბერს რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე გაიმართება, კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას შემოქმედებითი საღამო, რომელიც მის 80 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნება.

თბილისის სიმფონიური ორკესტრისა და სოლისტი ვოკალისტების მონაწილეობით, შესრულდება კომპოზიტორის ის ნაწარმოებები, რომლებიც წლების განმავლობაში სიმფონიური ორკესტრისთვის შეიქმნა.

მსმენელი მოისმენს ასევე კომპოზიტორის უცნობ მუსიკას საბალეტო დადგმებიდან, მუსიკალური სპექტაკლებიდან, თუ მულტიპლიკაციური ფილმებიდან.

რესპონდენტები: ნუნუ გაბუნია – კომპოზიტორი,

ნეკა სებისკვერაძე – თბილისის განათლებისა და კულტურის ცენტრის დირექტორი,

ბადრი ჩიხიაშვილი, თეიმურაზ გუგუშვილი – ოპერის მომღერლები

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

3) დაზოგვის მსოფლიო დღე

დაზოგვის დღის ისტორია და მნიშვნელობა.

პირადი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და ფულის ხარჯვის ფორმულა.

რესპონდენტი: თიკო გუჯაბიძე – ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალის – „ფინედუს“ წარმომადგენელი

ავტორი: მარიამ ჩოჩია

 

4) ზაქარია ფალიაშვილი ქართული ტრადიციული გალობის მოამაგე

1910 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში, ქაშუეთის ახლადაშენებული ეკლესია ეკურთხა. ამ დღეს კომპოზიტორმა ზაქარია ფალიაშვილმა გამოიყვანა გიმნაზიისა და ფილარმონიის მომღერლებისგან შემდგარი 25-კაციანი გუნდი და ეკლესიის დასავლეთი მხარე დაიკავა.

„ეკლესიაში მოვიდა საქართველოს მაშინდელი ეგზარქოსის რუსული გუნდიც. ეგზარქოსმა მოსთხოვა ზაქარიას ადგილის გათავისუფლება თავისი გუნდისათვის. ზაქარია ფალიაშვილმა არასგზით არ დაუთმო და თავის გუნდს ფეხი არ მოაცვლევინა, თვითონაც ბოლომდე ლოტბარობდა. უნაყოფო უსიამოვნებისა და შეჯახების შემდგომ ეგზარქოსის გუნდი იძულებული გახდა სხვა ადგილი მოეძებნა. ისინი რუსულად გალობდნენ, ზაქარიას გუნდი კი ქართულად“.

მას შემდეგ, ქაშუეთის ეკლესიის კომიტეტის თხოვნით, გუნდი სისტემატიურად გალობდა საეკლესიო ღვთისმსახურებისას 1910-1917 წლებში.

ლოტბარები იყვნენ ძმები: ზაქარია და პოლიკარპე ფალიაშვილები.

სტუმარი: დავით შუღლიაშვილიმუსიკისმცოდნე-ეთნომუსიკოლოგი, ლოტბარი, გუნდის მომღერალი. მუსიკოლოგიის დოქტორი

 

5) რუსთავი კომედიის თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლებს

1-დან 12 ნოემბრის ჩათვლით, კომედიის თეატრალური ფესტივალი რუსთავის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის პროფესიულ მუნიციპალურ დრამატულ თეატრში ამჯერად უკვე მეორედ გაიმართება.

კომედიის თეატრალური ფესტივალი პირველად რუსთავში პანდემიის პერიოდში, 2020 წელს რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა. წარმოდგენები ღია სივრცეში 1 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ფესტივალის შინაარსი დაარსების დღიდან უცვლელია. რეპერტუარში მხოლოდ კომედიური ჟანრის სპექტაკლები ერთიანდება.

კომედიის თეატრალურ ფესტივალზე წელს რუსთავს 12 დღის განმავლობაში 15-მდე დასი ეწვევა.

სტუმარი: მაია ღუღუნიშვილი – რუსთავის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი

 

6) მაია სანიკიძის წარმატება საბერძნეთში

მაია სააკაძე ათენში მცხოვრები ქართველი ხელოვანია, ლითონის სამკაულების ოსტატი, რომელიც გარდა ხელოვნებისა, სპორტსაც მისდევს და მშვილდოსნობაში საბერძნეთის ოთხგზის ჩემპიონია.

მიზანს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუყვება და დღეს გარდა 4 ოქროს მედლისა, საერთაშორისო მწვრთნელის სტატუსსაც ატარებს.

რესპონდენტი: მაია სააკაძე – ხელოვანი; მშვილდოსანი

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

წამყვანი: სოფო გოდუაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: