პიკის საათი - 28.10.2022
პიკის საათი - 28.10.2022

1) იგავები ქართულ ანიმაციაში

ქართულ ანიმაციაში მრავლად შევხვდებით სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების მიხედვით შექმნილ ანიმაციურ ფილმებს. ზოგადად, ანიმაციისათვის მახასიათებელია იგავური თხრობა.

„სოფლის მაშენებლები“, „მეფე და მხატვარი“, „ჯიუტი თხები“ და ბევრი სხვა – ანიმაციური ფილმები, რომლებმაც სხვადასხვა თაობის ბავშვების თავისუფალი დრო სასიამოვნო წარსულად აქცია.

რესპონდენტი: ქეთევან ჯანელიძე – საქართველოს ანიმატორთა გილდიის თავმჯდომარე

ავტორი: ეკა ხითარიშვილი

 

2) ამერიკული სამართალწარმოების პრაქტიკა

ნაფიც მსაჯულთა განსჯადი საქმეების განხილვის სპეციფიკა, ოჯახში ძალადობის საქმეებზე მტკიცებულებების შეფასების ამერიკული წესები, სამოსამართლო ეთიკის საკითხები – ქართულ-ამერიკული მართლმსაჯულების თეორია და პრაქტიკა.

სტუმარი: ლევან დარბაიძე – გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; სამართლის დოქტორი

 

3) გრიგოლ რობაქიძე 140

„გრიგოლ რობაქიძე თავისი ბიოგრაფიითა და ლიტერატურული მემკვიდრეობით დასაწყისშივე ისეთი პარადოქსული იყო, რომ შემდგომ თაობებამდე მისატანად აუცილებელია ამ ყველაფრის ხელახალი შეფასება“ – ზაზა აბზიანიძე.

„საქართველოში თუ გერმანიაში წარმოებული კვლევების შედეგად გრიგოლ რობაქიძის რეაბილიტაცია შევძელით“ – ნუგეშა გაგნიძე.

სტუმარი: ზაზა აბზიანიძე – ლიტერატურის კრიტიკოსი

სატელეფონო ჩართვა: ნუგეშა გაგნიძე – გერმანისტი, მთარგმნელი, „საბა 2022“ წლის გამარჯვებული ნომინაციაში „წლის საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა“ ნაშრომისათვის „ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე“

 

4) ქართველი გოგონა სტენვეის საერთაშორისო ფესტივალზე

23 ოქტომბერს, გერმანიაში დაბადებულმა ქართველმა მუსიკოსმა, პიანისტმა, ლიზი ნამჩევაძემ სტენვეის საფორტეპიანო კონკურსზე პირველი ადგილი მოიპოვა.

ლიზი გერმანიიდან ერთადერთი პიანისტი იქნება, ვინც 2023 წლის სექტემბერში, ჰამბურგში, სტენვეის საერთაშორისო ფესტივალზე დაუკრავს.

სატელეფონო ჩართვა გერმანიიდან: ანა ნანუაშვილი და ბესო ნამჩევაძე – პიანისტები, ლიზი ნამჩევაძის მშობლები.

 

5) იგავთა სამყარო

იგავი – ენა, რომლითაც სამყარო შეიქმნა.

იგავი, როგორც მასწავლებელი. მისი არსი და დანიშნულება.

რესპონდენტი: გია მურღულია – ფილოლოგიის დოქტორი.

ავტორი: მარიამ ჩოჩია

წამყვანი: ნიკა ლობილაძე

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: