#სახლისკენ -  ჰორიზონტზე მომღიმარი ფორტუნა
#სახლისკენ - ჰორიზონტზე მომღიმარი ფორტუნა

აფხაზეთი არ უნახავს, მაგრამ მასთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია, რადგან სწავლობდა ქუთაისის სკოლაში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი მასწავლებლები და თანატოლები ჰყავდა გარშემო. 16 წლის ასაკიდან მუშაობს; ლიეტუვაში, კლაიპედას უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველი სემესტრი დახურა, არდადეგებზე ჩამოვიდა, პანდემიის გამო საქართველოში ჩარჩა და სწორედ მაშინ, როცა ფრაზამ – „ყველაფერი შეიძლება გამოგივიდეს“ თითქოს აზრი დაკარგა, შეხვდა ადამიანს, რომლის რჩევითაც ამერიკის დრამატული ხელოვნების აკადემიაში სამოტივაციო წერილთან ერთად გააგზავნა მონოლეგების ჩანაწერი, რომლის მოსამზადებლადაც ლისის ტბაზე გადიოდა რეპეტიციებს.

გადაცემის სტუმარი – ნიკოლას ფურლერი (ნიკა ბოლქვაძე).

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: