სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ყოველი შემოდგომის დადგომასთან ერთად აქტიური განხილვის საგნად იქცევა ხოლმე; არის თუ არა წლევანდელ სეზონზე ვაქცინაცია იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე გასულ წლებში? შესაძლებელია თუ არა მხოლოდ სიმპტომების მიხედვით სეზონური გრიპისა და კოვიდ-19 ის გარჩევა? რას უნდა ველოდეთ კორონავირუსის გავრცელების პარალელურად სეზონური გრიპების პერიოდის მოახლოვებასთან ერთად?
შემოდგომა ტრადიციულად ფესტივალების სეზონია. „ახალი დრამის ფესტივალი“, რომელიც თანამედროვე თეატრალურ ხელოვნებაში ახალი ფორმისა და შინაარსის, ასევე გამოსახვის ალტერნატიული გზების ძიების წასახალისებლად შეიქმნა, წელს უკვე მესამედ, ალტერნატიული ფორმით, მაგრამ მაინც გაიმართება;
FM ნავიგატორში – ავიარეისი, დანიშნულების ადგილის გარეშე იმ ადამიანებისათვის, ვისაც ფრენა და მოგზაურობა მოენატრა; მეცნიერებსა და ანტივაქსერებს შორის მრავალწლიანი დაპირისპირება საინფორმაციო ომის ელემენტებით; შეძლებს თუ არა ელენ დეჯენერესი ეკრანზე ტრიუმფით დაბრუნებას, მას შემდეგ, რაც საკუთარი საქციელის გამო ბოდიში მოიხადა და სინანული გამოთქვა; რა მიზეზით ერევა ძილი ადამიანების უმეტესობას ჭამის შემდეგ?
მუსიკალური კალენდარი – დღე, როცა ჯონ ლენონმა ბითლზიდან წასვლა გადაწყვიტა და თავისი გადაწყვეტილების შესახებ ჯგუფის წევრებს უამბო. სიმღერები, რომლებიც ლენონის გარეშე ჩაიწერა;
აშშ-ის საპრეზიდენტო მარათონის პერიპეტიები თორნიკე ბერიშვილთან ერთად.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: