#სახლისკენ - ფსიქოლოგიური დახმარება მოსახლეობას პანდემიის დაწყებიდან - დღემდე
#სახლისკენ - ფსიქოლოგიური დახმარება მოსახლეობას პანდემიის დაწყებიდან - დღემდე

ინფიცირების შიში, გაურკვევლობა მომავლის მიმართ და ეკონომიკური კრიზისის მოლოდინი მოსახლეობის დიდ ნაწილში შფოთვას და სტრესს იწვევს, რაც ზოგჯერ ინფიცირებაზე მძიმე შედეგის მომტანია. საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოებამ მსურველებს პანდემიის დაწყებისთანავე შესთავაზა უფასო ინდივიდუალური ფსიქოთერაპიული დახმარების გაწევა. იმის შესახებ, თუ როგორ წარიმართა ეს პროცესი,გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას ფსიქოანალიტიკოს-ფსიქოთერაპევტმა, საერთაშორისო ფსიქოანალიტიკური ასოციაციის და საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოების წევრმა – ხათუნა ივანიშვილმა ისაუბრა.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი