თავისუფალ უნივერსიტეტი ხვალ „ჩინური ენის ხიდის“ საერთაშორისო კონკურსის შესარჩევ ეტაპს უმასპინძლებს. საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ჩინური ენითა და კულტურით დაინტერესებული სტუდენტები ჩინურ ენაზე გამოვლენ სიტყვით, წარადგენენ მხატვრულ ნომრებს დ კითხვა-პასუხის რეჟიმში სტუმრებს გაუზიარებენ თავიანთ ცოდნას ჩინეთის ისტორიისა და კულტურის შესახებ. კონკურსის წესით გამოვლენილი საუკეთესო სტუდენტი ჩინეთში ვიზიტით დაჯილდოვდება. კონკურსის დეტალებზე გადაცემაში „სახლისკენ“ ქართველმა სინოლოგმა, თავისუფალი უნივერსიტეტის კონფუცის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა მარინა ჯიბლაძემ ისაუბრა.