#სახლისკენ - „ნუცას სკოლა“ - ახალი სიცოცხლე
#სახლისკენ - „ნუცას სკოლა“ - ახალი სიცოცხლე

რამდენიმე დღეში მაყურებელი მერაბ კოკოჩაშვილის ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის „ნუცას სკოლა“ ციფრულ ვერსიას ნახავს. 19 წლის წინ გადაღებული ფილმის დღემდე მოღწეულ ფირებზე ხმა და გამოსახულება მკვეთრად არის დაზიანებული, რის გამოც მისი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღდგენა გადაწყდა. „ნუცას სკოლა“ საზოგადოებრივი მაუწყებლის სატელევიზიო ფილმების სტუდიის ბაზაზეა შექმნილი. გადაცემას „სახლისკენ“ ქართული კინოს ამ გამორჩეულ ფილმზე, თავად ფილმის ავტორი, მერაბ კოკოჩაშვილი ესაუბრა.