#სახლისკენ - მსახიობები ლიტერატურისთვის
#სახლისკენ - მსახიობები ლიტერატურისთვის

თბილისის წიგნის XXI საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, უკვე მეორედ განხორციელდა პროექტი „მსახიობები ლიტერატურისათვის“. სამი დღის განმავლობაში (31 მაისი და 1-2 ივნისი) საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში თეატრისა და კინოს მსახიობებმა ქართველი თუ უცხოელი ავტორების ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები წარადგინეს. ცნობილ ხელოვანებთან ერთად პროექტში მონაწილეობა მოზარდებმაც მიიღეს. ყოველი დღის ბოლოს კი ფესტივალის სტუმრებს მსახიობები ქართველი დრამატურგების პიესების მიხედვით მოკლე წარმოდგენებს სთავაზობდნენ. განვლილი ფესტივალის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ პროექტის ავტორმა, მსახიობმა ნინო კასრაძემ ისაუბრა.