#სახლისკენ - „თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით“
#სახლისკენ - „თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით“

„თბილისიდან ტფილისამდე და პირიქით“ – ფრანგი ფოტოხელოვანის ორელიენ ვილეტისა და არტპროდიუსერ დალი უბილავა-დე გრააფის მიერ შექმნილი ფოტოალბომი დედაქალაქს თავიდან აღმოგაჩენინებთ. გაგაცნობთ ჯერ კიდევ უცნობ ადგილებს, ხოლო კარგად ნაცნობს სხვა კუთხით დაგანახებთ. ორელიენ ვილეტი და დალი უბილავა დე-გრააფი ძველი თბილისის კარს სადარბაზოებიდან გაგვიხსნიან, გვაჩვენებენ მათ არქიტექტურას, იმ დამღას, რომელიც მათ დრომ დაასვა და თბილისის მრავალფეროვან სახეს, რომელიც როგორც მის განვითარებას, ისე ნგრევის ეპოქას ასახავს. ფოტოალბომის შესახებ გადაცემაში „სახლისკენ“ თავად დალი უბილავა დე გრააფმა ისაუბრა.